ქუქის პოლიტიკა:

შესავალი: ეს ქუქიების პოლიტიკა ასახავს, თუ როგორ იყენებს შპს „ქართლიენერჯი“ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენს აპლიკაციაში. ჩვენ ვაფასებთ გამჭვირვალობას და გვინდა, რომ გესმოდეთ, თუ როგორ აძლიერებს ქუქიები თქვენი მომსახურების მიღების ხარისხს თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებში. ქუქი-ფაილების არსი: ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე, როდესაც თქვენ ეწვიეთ ვებსაიტს ან აპლიკაციას. ისინი ემსახურებიან სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის ვებსაიტების/აპლიკაციის ეფექტურად მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ქუქი-ფაილები არ აზიანებს თქვენს კომპიუტერს ან მობილურ მოწყობილობას და არ შეიცავს რაიმე პერსონალურად იდენტიფიცირებულ ინფორმაციას. ჩვენს მიერ ქუქიების გამოიყენება: ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს შემდეგი მიზნებისთვის: • ძირითადი ქუქიები: ეს ქუქიები გადამწყვეტია ჩვენი აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის. ისინი იძლევიან ძირითად ფუნქციებს, როგორიცაა გვერდის ნავიგაცია, უსაფრთხო ზონებზე წვდომა და ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების ხელშეწყობა. ამ ქუქიების გარეშე, აპლიკაციამ შეიძლება არ იმუშაოს გამართულად. • ანალიტიკური/ეფექტურობის ქუქი-ფაილები: ჩვენ ვიყენებთ ანალიტიკურ და შესრულების ქუქი-ფაილებს, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ეს ქუქიები არ აკონტროლებენ ცალკეულ მომხმარებლებს, არამედ ადევნებენ თვალყურს მთლიან მონაცემებს, როგორიცაა გვერდის ნახვები, სესიის ხანგრძლივობა და ტრაფიკის წყაროები. • მესამე მხარის ქუქი-ფაილები: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ პირდაპირ რეკლამას ან მიზნობრივ ქუქი-ფაილებს, ჩვენ შეიძლება ჩავრთოთ მესამე მხარის სერვისები, რომლებიც იყენებენ ქუქიებს, რათა დაგვეხმარონ ჩვენი აპლიკაციების ანალიზისა და გაუმჯობესებაში. ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას, როგორც ეს აღწერილია ამ ქუქიების პოლიტიკაში. თუმცა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მართოთ ან წაშალოთ ქუქიები ნებისმიერ დროს თქვენი ბრაუზერის პარამეტრების რეგულირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუქი-ფაილების გამორთვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენი აპლიკაციის ფუნქციონირებაზე და შეზღუდოს გარკვეულ ფუნქციებზე წვდომის შესაძლებლობა. ამ ქუქიების პოლიტიკის განახლებები: ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ქუქიების პოლიტიკა, ოპერატიული ან სამართლებრივი მიზეზების გამო. ჩვენ მოგიწოდებთ პერიოდულად გადახედოთ ქუქიების პოლიტიკას ნებისმიერი განახლებისა და ცვლილებების გასაანალიზებლად. დაგვიკავშირდით თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ჩვენს მიერ ქუქიების გამოყენებასთან დაკავშირებით ან ამ ქუქიების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას და მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ან გამოხმაურებას, რომელიც შეიძლება გქონდეთ ჩვენს ქუქიების პრაქტიკასთან დაკავშირებით.
„თანხმობის ღილაკზე“ დაწკაპუნებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებას, გამოყენებას და დამუშავებას რაც უცილებელია ელექტრომობილების დამტენებზე წვდომის უზრუნველსაყოფად ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, წესები და პირობები, მომხმარებლთა ხელშეკრულება და ქუქი-ფაილის პოლიტიკა და თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების გამოყენებას ამ დოკუმენტების შესაბამისად."

მარტEV

კომპანიის შესახებ
საქმიანობა
ეკო ბიზნესი
ეკო გადაადგილება
ურბანული ტრანსპორტის მომავალი ელექტრომობილია. კომპანია “მარტივი” მთელი საქართველოს მასშტაბით ქმნის ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას ეკოგადაადგილებისთვის. სადგურები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს თითოეული მომხმარებლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩქაროსნულ მაგისტრალებზე კი მოეწყობა სწრაფი დამმუხტველებით აღჭურვილი სადგურები, რაც შესაძლებელს გახდის ელექტრომობილით შორ მანძილზე გადაადგილებას.

მისია

დღეს  ვქმნით ჯანსაღ მომავალს!
 
მიზანი

კომპანიის მიზანია, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების და მოქნილი პირობების დანერგვა ეკოგადაადგილებისთვის. განავითაროს ელექტროდამტენების ქსელი და ელექტრომობილების მომხმარებლებს შესთავაზოს მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურება. კომპანიისთვის პრიორიტეტულია შეარჩიოს მომხმარებელზე მორგებული ელექტროდამტენები.


"მარტEV”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ორიენტირებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში.

"მარტEV” ქმნის ელექტროგასამართ სადგურებს საქართველოს მსხვილ ქალაქებში, უახლოეს წლებში კი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ცენტრალურ ავტომაგისტრალს მოიცავს.

სტრატეგია
  1. სწრაფი და ნელი ელექტროგასამართი სადგურების ქსელის მშენებლობა და ექსპლუატაციაში ჩაშვება
  2. მომხმარებელზე მორგებული ელექტროდამტენების შერჩევა-დამონტაჟება
  3. მარტივი და მოსახერხებელი სერვისის პრეცედენტის შექმნა
  4. ეკო გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით
 
ისტორია

2018 წელს „მწვანე ეკონომიკა“ მთავრობის გარემოს დაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა. თუმცა, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, არა ნაკლები მნიშვნელობის არის კერძო ინიციატივები და ინდუსტრიული ჯგუფების ჩართულობა.

შპს “ქართლიენერჯი” დაფუძნდა 2018 წელს (ბრენდული სახელი - მარტEV). ქალაქ თბილისის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად 2019  წელს დედაქალქის მასშტაბით მოეწყო 25 ელექტროგასამართი სადგური. მიუხედავად, მსოფლიოში COVID 19 პანდემიით შექმნილი კრიზისული ფონისა, კომპანიამ მუნიციპალურ ლოკაციებზე  არსებული დამტენების ქსელი  62 ერთეულამდე გაზარდა, რომელიც დღესაც უფასოდ ემსახურება ქალაქს.

პარალელურად „მარტივის" კერძო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობით “ლისი ვერანდას" ტერიტორიაზე დამონტაჟდა 8 დამმუხტველი სადგური.
კომპანია დაარსების დღიდან ეკომეგობრული ინიციატივებისა და პროექტების მხარდამჭერია. საქართველოში პირველი  ელექტრო “Carsharing”-ის პროვაიდერთან (aicar) თამაშრომლობით, დედაქალაქში პირველად მოეწყო ელექტრო დამტენების 3 კერძო ჰაბი:

1. სადგური „დიდუბე პლაზა“ - 5 ერთეული  DC (60 kw) და 3 ერთეული AC (22 kw) დამტენი
2. სადგური „დელისის ბიზნეს ცენტრი“ 5 ერთეული DC (60kw) დამტენი                                          
3. "ოქროს კიდობანი“ 3 ერთეული DC (60 kw) დამტენი
4. "ბათუმი ცენტრალი“ 8 ერთეული AC (22 kw) დამტენი 
5. ქუთაისის აეროპორტი 1 ერთეული DC (60 kw) და 2 ერთეული AC (22 kw) დამტენი
დღესდღეობით საქართველოს დიდ ქალაქებში 100-მდე სადგურია განთავსებული. მხოლოდ თბილისში კომპანია ოპერირებს 70 ელექტროდამტენის სადგურით. აღნიშნულ სადგურებზე დამონტაჟებულია AC (22 kw) დამტენები.

კომპანია ორიენტირებულია გააფართოოს ელექტროდამტენი სადგურების ქსელი. მხოლოდ, დედაქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ 50-150 ერთეული DC (30kw) დამტენის დაინსტალირებას. ვინაიდან, საქართველოში ფიქსირდება ჩინური სტანდარტის ელექტრომობილების უპრეცენდენტოდ მზარდი ტენდეცია, „მარტივი“ უზრუნველყოფს ისეთი დამტენის სადგურების მოწყობას (GB/T DC 30kw), რომელიც აღიშნული ტიპის ელექტრომობილს დამუხტავს მოკლე დროში.

ქალაქების, სოფლების და რაიონული ცენტრების დაქსელვაც ჩვენს მოკლევადიან გეგმებშია. დღესდღეობით, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ათეულობით სადგურია აშენებული. მიმდინარე წელს  ამოქმედდება მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ლოკაციის მიხედვით განსაზღვროს უახლოესი თავისუფალი ელექტროგასამართი სადგური, დაჯავშნოს  და მარტივად დამუხტოს ელექტრომობილი.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარეშე, ჩვენი ჯგუფის უმთავრესი იდეა, შიდაწვის ძრავიანი მანქანების ელექტრომობილებით სრული ჩანაცვლება, მიღწეული ვერ იქნება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი სერვისი.
გლობალური დათბობის ძირითადი მიზეზი არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტენსიური გამოყენების შედეგად ატმოსფეროში დაგროვილი ნახშიროჟანგია. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიარდი ტონა ნახშიროჟანგი გამოიყოფა, გაფრქვეული CO2-ის ჭარბი რაოდენობა ერთგვარ „სათბურის ეფექტს“ ქმნის და შესაბამისად, იწვევს გლობალურ დათბობას.

ჩვენი მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით ვუზრუნველვყოთ ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე, ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურა და თითოეულ მოქალაქეს მივცეთ შეფერხების გარეშე ელექტრომობილით გადაადგილების შესაძლებლობა.

ელექტრომბილები შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებთან შედარებით, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, არ აბინძურებს გარემოს და ქმნის ნაკლებ ხმაურს გადაადგილებისას. ჩვენი ამოცანაა, ადამიანები შიდაწვისძრავიანი მანქანებიდან ელექტრომობილებზე გადასხდნენ და ამისათვის, აიენერჯი მოქალაქეებისათვის ელექტროგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურას ქმნის.
მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, 2100 წლისათვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები პრაქტიკულად მთლიანად ამოიწურება. დღესდღეობით კი, წიაღისეული საწვავის მოხმარება დიდი რაოდენობით ნარჩენებს წარმოქმნის. წიაღისეული საწვავის წვისას გაფრქვეული სათბურის გაზები (ნახშიროჟანგი, მეთანი, ა.შ.  ატმოსფეროს გარს ეკვრის, შედეგად კი დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება.
 
ელექტრომანქანების დანერგვით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ვაპირებთ, შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე, ერთი მხრივ, ეს დადებითად აისახება  ქვეყნის ეკონომიკაზე, მეორე მხრივ კი - ეკოლოგიაზე.
companySlide
companySlide
companySlide
companySlide

პროდუქტი და სერვისები

AC
დაიწყე დამუხტვა დღესვე
წინასწარი შეკვეთა
აღმოაჩინე
DC
დაიწყე დამუხტვა დღესვე
წინასწარი შეკვეთა
აღმოაჩინე
AC
Etrel Inch Pro - 22kW AC (Type 1/Type 2) დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებზე კომპანიას დამონტაჟებული აქვს 70 დამტენი სადგური
გაიგე მეტი
DC
Triberium DC50CJ22 სწრაფი დამტენი – SIEMENS - ი
გაიგე მეტი
app1 app1 app1 app1 app1 app1
აპლიკაცია
მოხმარების წესები
გთხოვთ, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია და გაიაროთ რეგისტრაცია. ამისათვის საჭიროა

დამტენზე არსებული QR კოდის სკანირება

შექმენით თქვენი ანგარიში, შესაბამისი ინფორმაციის მითითებით
გაიარეთ ავტორიაზაცია, დამტენის ეკრანზე არსებული QR კოდის სკანირებით/ ან აპლიკაციაში დამტენი სადგურის ნომრის მითითებით
მიაერთეთ ელექტრომობილი დამტენზე სპეციალური სადენით (საჭიროების შემთხვევაში გადამყვანით)
დაიწყეთ დამუხტვის სესია
დამუხტვის დასრულებისას აპლიკაციიდან დაასრულეთ დამუხტვის სესია/იხილეთ დამუხტვის ქვითარი

დამტენის ძიება ლოკაციის მიხედვით
იპოვე სახეობის მიხედვით:
ყველა
AC
DC
usrPic

გზამკვლევი

სოციალური ქსელები

კონტაქტი

ინფორმაცია
იყავი კონტაქტზე
ტელეფონი:
032 2 053 453
ელ.ფოსტა:
usrPic2

შეკვეთის ფორმა

მარტEV - თან თანამშრომლობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.
დაწყება

შეკვეთის ფორმა

მარტEV - თან თანამშრომლობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა.

მანქანის რაოდენობა

1

დამტენის რაოდენობა

1

პარკირების მეთოდი

90 deg
45 deg

Thank you!

იყავი კონტაქტზე

გაიგე პირველმა ჩვენი შემოთავაზებების და სიახლეების შესახებ