ქუქის პოლიტიკა:

შესავალი: ეს ქუქიების პოლიტიკა ასახავს, თუ როგორ იყენებს შპს „ქართლიენერჯი“ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს ჩვენს აპლიკაციაში. ჩვენ ვაფასებთ გამჭვირვალობას და გვინდა, რომ გესმოდეთ, თუ როგორ აძლიერებს ქუქიები თქვენი მომსახურების მიღების ხარისხს თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებში. ქუქი-ფაილების არსი: ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაზე, როდესაც თქვენ ეწვიეთ ვებსაიტს ან აპლიკაციას. ისინი ემსახურებიან სხვადასხვა ფუნქციებს, მათ შორის ვებსაიტების/აპლიკაციის ეფექტურად მუშაობას. მნიშვნელოვანია, რომ ქუქი-ფაილები არ აზიანებს თქვენს კომპიუტერს ან მობილურ მოწყობილობას და არ შეიცავს რაიმე პერსონალურად იდენტიფიცირებულ ინფორმაციას. ჩვენს მიერ ქუქიების გამოიყენება: ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს შემდეგი მიზნებისთვის: • ძირითადი ქუქიები: ეს ქუქიები გადამწყვეტია ჩვენი აპლიკაციის ფუნქციონირებისთვის. ისინი იძლევიან ძირითად ფუნქციებს, როგორიცაა გვერდის ნავიგაცია, უსაფრთხო ზონებზე წვდომა და ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების ხელშეწყობა. ამ ქუქიების გარეშე, აპლიკაციამ შეიძლება არ იმუშაოს გამართულად. • ანალიტიკური/ეფექტურობის ქუქი-ფაილები: ჩვენ ვიყენებთ ანალიტიკურ და შესრულების ქუქი-ფაილებს, რათა გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ეს ქუქიები არ აკონტროლებენ ცალკეულ მომხმარებლებს, არამედ ადევნებენ თვალყურს მთლიან მონაცემებს, როგორიცაა გვერდის ნახვები, სესიის ხანგრძლივობა და ტრაფიკის წყაროები. • მესამე მხარის ქუქი-ფაილები: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყენებთ პირდაპირ რეკლამას ან მიზნობრივ ქუქი-ფაილებს, ჩვენ შეიძლება ჩავრთოთ მესამე მხარის სერვისები, რომლებიც იყენებენ ქუქიებს, რათა დაგვეხმარონ ჩვენი აპლიკაციების ანალიზისა და გაუმჯობესებაში. ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას, როგორც ეს აღწერილია ამ ქუქიების პოლიტიკაში. თუმცა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მართოთ ან წაშალოთ ქუქიები ნებისმიერ დროს თქვენი ბრაუზერის პარამეტრების რეგულირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქუქი-ფაილების გამორთვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენი აპლიკაციის ფუნქციონირებაზე და შეზღუდოს გარკვეულ ფუნქციებზე წვდომის შესაძლებლობა. ამ ქუქიების პოლიტიკის განახლებები: ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ქუქიების პოლიტიკა, ოპერატიული ან სამართლებრივი მიზეზების გამო. ჩვენ მოგიწოდებთ პერიოდულად გადახედოთ ქუქიების პოლიტიკას ნებისმიერი განახლებისა და ცვლილებების გასაანალიზებლად. დაგვიკავშირდით თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ჩვენს მიერ ქუქიების გამოყენებასთან დაკავშირებით ან ამ ქუქიების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენ ვაფასებთ თქვენს კონფიდენციალურობას და მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ან გამოხმაურებას, რომელიც შეიძლება გქონდეთ ჩვენს ქუქიების პრაქტიკასთან დაკავშირებით.
„თანხმობის ღილაკზე“ დაწკაპუნებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებას, გამოყენებას და დამუშავებას რაც უცილებელია ელექტრომობილების დამტენებზე წვდომის უზრუნველსაყოფად ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით. თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გაიგეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, წესები და პირობები, მომხმარებლთა ხელშეკრულება და ქუქი-ფაილის პოლიტიკა და თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების გამოყენებას ამ დოკუმენტების შესაბამისად."
img

წესები და პირობები

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები აპლიკაციის ჩამოტვირთვის ან გამოყენების მომენტიდანვე გავრცელდება თქვენზე, ამიტომ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ყურადღებით გაეცანით მოცემულ პირობებს, სანამ გამოიყენებთ აპლიკაციას. თქვენ არ გაქვთ უფლება მოახდინოთ აპლიკაციის, მისი ნაწილის ან ჩვენი სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი ფორმით დუბლირება ან/და ცვლილება. თქვენ არ გაქვთ უფლება მოახდინოთ აპლიკაციის პროგრამული კოდის ამოღება და მისი დუბლირება/ცვლილება, აგრეთვე არ უნდა ეცადოთ მის თარგმნას  სხვადასხვა ენაზე ან ჩვენი აპლიკაციის დერივატიული ვერსიის შექმნას. აპლიკაცია, სასაქონლო ნიშნები, საავტორო უფლებები, მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული უფლებები და ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება, რომელიც ნებისმიერი ფორმით კავშირშია ჩვენს აპლიკაციასთან, წარმოადგენს შპსქართლი ენერჯი“-ს (შემდგომში „მარტEV“) საკუთრებას.

შპს „ქართლი ენერჯი“ ცდილობს გახადოს აპლიკაცია, რაც შეიძლება უფრო გამოსადეგი და ეფექტური. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, განვახორციელოთ აპლიკაციაში ცვლილებები და აგრეთვე მოვითხოვოთ ჩვენი აპლიკაციის მიერ მოწოდებული სერვისისათვის საფასურის გადახდა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. ჩვენ არასდროს მოგთხოვთ აპლიკაციის და მის მიერ მოწოდებული სერვისისათვის საფასურის გადახდას ახსნა-განმარტების გარეშე, რათა თქვენ გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რაში იხდით ფულს. იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი სერვისი, „მარტEV“-ს აპლიკაცია ინახავს და ამუშავებს პერსონალურ ინფრმაციას, რომელსაც თქვენ გვაწვდით. თქვენი პასუხისმგებლობაა დაიცვათ ტელეფონი და აპლიკაცია მესამე პირთაგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ გირჩევთ თავი შეიკავოთ თქვენი ტელეფონის jailbreak-ისადა root-ისგან, რაც ითვალისწინებს პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვების მოხსნას, რომელსაც ითვალისწინებს თქვენს მოწყობილობაზე დაყენებული ოფიციალური ოპერატიული სისტემა. აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა გახადოს თქვენი მოწყობილობა დაუცველი malware/viruses/malicious პროგრამების წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ტელეფონის დაცვის სისტემის დასუსტება და რაც აგრეთვე ნიშნავს, რომ „მარტEV“ აპლიკაციამ შესაძლოა შეფერხებით ან საერთოდ არ იმუშაოს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შპს "ქართლი ენერჯი" გარკვეულ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. აპლიკაციის კონკრეტული ფუნქციები საჭიროებენ აქტიურ/მოქმედ ინტერნეტ კავშირს. ეს შესაძლოა იყოს Wi-fi, ან თქვენი საკომუნიკაციო მომსახურების მომწოდებლის მიერ მოწოდებული კავშირი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შპს "ქართლი ენერჯი" არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია გაუმართავად მუშაობს ინტერნეტ კავშირის არ არსებობის ან/და არასტაბილურობის გამო.
 
სერვისის გამოყენება wifi-ს ზონის გარეთ:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ აპლიკაციას wi-fi ზონის გარეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ხელშეკრულების პირობები თქვენი მობილური ქსელის პროვაიდერთან ასეთ დროსაც მოქმედებს. შედეგად, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი მობილური ქსელის მომწოდებლის მიერ დაკისრებული საფასურის გადახდა აპლიკაციის გამოყენებისას ინტერნეტ კავშირით უწყვეტი სარგებლობის გამო. აპლიკაციის გამოყენებისას, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ტიპის გადასახდელებზე, რაც აგრეთვე მოიცავს როუმინგის საფასურს, თუ თქვენ აპლიკაციას იყენებთ თქვენი ქვეყნის (რეგიონის) ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, როუმინგის გათიშვის გარეშე. თუ თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ იხდის ნებისმიერ სახდელს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას კონრკეტული მოწყობილობის საშუალებით აპლიკაციის გამოყენებისას. „მარტEV“ ავტომატურად თვლის, რომ თქვენ გაქვთ ნებართვა მიღებული მოწყობილობის კანონიერი მესაკუთრისგან აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
 
პასუხისმგებლობა გამოყენებაზე:
შპს „ქართლი ენერჯი“ არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ იყენებთ საკუთარ მობილურ ტელეფონს ან მოწყობილობას. თქვენი პასუხისმგებლობაა უზრუნველყოთ თქვენი ტელეფონის დატენვა. თუ მოწყობილობა გამორთულია და თქვენ ვერ შეძლებთ აპლიკაციის სრულად გამოყენებას, შპს „ქართლი ენერჯი“ არ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 
ვალდებულების შეზღუდვა

რაც შეეხება შპს „ქართლი ენერჯის“ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა უზრუნველვყოთ აპლიკაციის გამართული ფუნქციონირება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ჩვენი სერვისი გარკვეულ წილად დამოკიდებულია მესამე პირთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. აქედან გამომდინარე, შპს "ქართლი ენერჯი" არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ პირდაპირ ან არა პირდაპირ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ, იმ შემთხვევაში თუ სრულად დაეყრდნობით აპლიკაციის მუშაობის გამართულობას. ჩვენ შესაძლოა გარკვეული პერიოდულობით განვაახლოთ აპლიკაცია, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია, როგორც iOS ისე Android სისტემებისთვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს ორივე სისტემის მოთხოვნილებები, რაც ნიშნავს რომ თქვენ უნდა უზრუნველყოთ განახლებების ჩამოტვირთვა თქვენს მობილურ მოწყობილობაზე, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, შეუფერხებლად განაგრძოთ აპლიკაციით სარგებლობა. შპს" ქართლი ენერჯი" არ გპირდებათ, რომ აპლიკაცია მუდმივად განახლდება, რათა იგი იყოს შესაბამისობაში თქვენს მიერ გამოყენებად iOS ან Android სისტემის ვერსიასთან. მიუხედავად ამისა, თქვენ გვთანხმდებით, რომ ჩვენი მხრიდან შემოთავაზების შემთხვევაში, თქვენ აუცილებლად გადმოწერთ ყველა საჭირო განახლებას თქვენს მობილურ მოწყობილობაში. ჩვენ აგრეთვე შესაძლოა მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთვის აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვაზე ასეთი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ შეტყობინების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენგან სხვაგვარ ინსტრუქციას არ მიიღებთ: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები/ლიცენზიები, რომლებიც თქვენ მოგენიჭათ უქმდება; ბ) თქვენ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება და (ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში) წაშალოთ აპლიკაცია.

ცვლილებები 
ხელშეკრულების პირობებში

ჩვენ პერიოდულად ვანახლებთ ხელშეკრულების წესებსა და პირობებს. ამიტომ, გირჩევთ პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი განახლებული პირობების გასაცნობად. ჩვენ ამ გვერდზე დაპოსტვით გაცნობებთ ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის შესახებ. ცვლილებ(ებ)ი ძალაშია ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
 
დაგვიკავშირდით

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან შენიშვნა ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

იყავი კონტაქტზე

გაიგე პირველმა ჩვენი შემოთავაზებების და სიახლეების შესახებ