პროექტი
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა
2020 წელს, ქუთაისში, რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დასრულდება. პირველ წლებში ქარხანა წლიურად 5000 ერთეულ ელექტრომობილს აწარმოებს. საწარმოო პროცესში კი დაახლოებით 300 ადგილობრივ მაცხოვრებელი დასაქმდება. მომავალში წარმოებლის მაჩვენებელი 40 000 ერთეულამდე უნდა გაიზარდოს საიდანაც 50 % ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, 50% კი გავა ექსპორტზე როგორც, უახლოეს მეზობელ ქვეყნებში, ასევე, ევროპაში. სრულად გამართულ ინდუსტრიულ ცენტრში, სადაც ელექტრომობილების გარდა სხვა მაღალტექნოლოგიური საწარმოები გაშენდება, რეგიონის მაცხოვრებლებისთვის 3000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ფოტოები - მაკეტი 3D
ელექტრომობილების წარმოების კუთხით, აიგრუპმა პარტნიორობა ჩინური გიგანტითან, „ჩანგანთან“ გააფორმა. მემორანდუმი ორ კომპანიას შორის 2019 წელს გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე ქუთაისში მდებარე ელექტრომობილების ქარხანა სწორედ „ჩანგანის“ ელექტრომობილების 4 მოდელს ჩაუშვებს წარმოებაში.
ჩინური მოდელები - ფოტოები
მოგვიანებით, ქარხნის პროდუქციის პორტფელი გაიზრდება და სიახლე, რომელსაც ქართველ მომხმარებელს ვუმზადებთ, ქართველი ინდუსტრიული დიზაინერის, ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი მოდელი იქნება.
ზვიადის ფოტო