კომპანიის შესახებ
MartEV არის ელექტროსამუხტი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, თანამედროვე და ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, რათა ელექტრომობილით გადაადგილება იყოს სწრაფი, გამარტივებული და ყველისთვის ხელმისაწვდომი.
MartEV მომხმარებელს სთავაზობს სანდო ოპერირებას და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს.
მისია
MartEV-ის მისიაა ხელი შეუწყოს ეკო გადაადგილების განვითარებას საქართველოში. ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომელიც ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და აძლიერებს ეკო–მობილობას.
მიზანი
MartEV-ის მიზანია ელექტრომობილების სანდო და ხელმისაწვდომი დამუხტვის ქსელის შექმნა — თანამედროვე ტექნოლოგიებით, უსაფრთხო ექსპლუატაციით და მომხმარებელზე მორგებული სერვისით. თითოეული სადგური შერჩეულია ლოკაციის დატვირთვის, მოძრაობის ინტენსივობისა და პრაქტიკული საჭიროების მიხედვით, რათა დამუხტვა იყოს სწრაფი და კომფორტული ყველა მომხმარებლისთვის.
- სწრაფი და ნელი (AC/DC) დასამუხტი ქსელის განვითარება
- ლოკაციის საჭიროებაზე მორგებული დამტენების შერჩევა
- მარტივი, უსაფრთხო და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნა
- ეკო–გადაადგილების ხელმისაწვდომობა საქართველოს მასშტაბით
საქმიანობა
MartEV ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილებას და სპეციალიზდება ელექტრომობილების დამტენების ქსელის განვითარებაზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს:
- ელექტროსამუხტი სადგურების განთავსებასა და ექსპლუატაციაში ჩაშვებას.
- სწრაფი (DC) და ნელი (AC) დამტენების მონტაჟსა და ტექნიკურ მომსახურებას.
- მომხმარებელზე მორგებული დამუხტის გადაწყვეტილებების დანერგვას.
- მობილური აპისა და ციფრული სერვისების განვითარებას დამუხტვის პროცესის სრულად სამართავად.
- ქსელის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე.